მომსახურება

საბუღალტრო მომსახურების ბიზნეს-ცენტრი შპს “საბუღალტრო ოფისი” მეწარმეებს
გ თ ა ვ ა ზ ო ბ თ :

საბუღალტრო მომსახურება და კონსულტაციები

თქვენი ბიზნეს-საქმიანობის კომპიუტერული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა (კომპიუტერული ბუღალტერია), მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობის თქვენს მაგივრად ჩვენ თავზე აღება, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

საგადასახადო სამსახურებისათვის და საჭიროებისამებრ სხვა საჯარო ან სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის დეკლარაციების, გაანგარიშებებისა და ინფორმაციების კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;

თქვენი საქმიანობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ანუ მესამე პირისთვის (თუნდაც საგადასახადო სამსახურებისათვის) არ გაცნობა თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;

თქვენი ნებისმიერი ფორმით კონსულტირება საგადასახადო, საბუღალტრო, სამეწარმეო, საბაჟო და თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში;

თქვენი საბუღალტრო, იურიდიული და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საიმედოდ შენახვა;

მომსახურებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

სტაჟირება დამწყები, თეორიული კურსებგავლილი ბუღალტრისათვის

თუ თქვენ გავლილი გაქვთ ბუღალტერიის თეორიული კურსები, ფლობთ შესაბამის სერტიფიკატს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გაქვთ საბუღალტრო საქმიანობაში პრაქტიკული გამოცდილება, ჩვენ გაძლევთ შანსს გამოასწოროთ ეს ხარვეზი და ჩვენს კომპანიაში გაიაროთ ერთიდან სამ თვემდე ხანგრძლივობის, პრაქტიკული ბუღალტერიის სტაჟიორის კურსები რომელიც გულისხმობს კურსების მიმდინარეობისას პრაქტიკული ბუღალტერიის წარმართვას კომპანიის საბუღალტრო მომსახურების მომხმარებელი მოქმედი ფირმებისათვის მცოდნე და გამოცდილი ბუღალტრების ზედამხედველობით.

ფირმების რეგისტრაცია

სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შედგენა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა;

რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების გატარება.

ბეჭდის დამზადება;