უპირატესობანი

ჩვენთან ურთიერთობა დაგიზოგავთ:

დიდ დროს — ვინაიდან, აღარ მოგიწევთ: საგადასახადო სამსახურში მისვლა-მოსვლა (20 წუთიდან ერთ საათამდე, საცობების გათვალისწინებით); იქ რიგში დგომა (10 წუთიდან ერთ საათამდე); საქმის მოთავება (10 წუთიდან 30 წუთამდე. (სრულიად შესაძლებელია ერთხელ მისვლა არც კი იყოს საკმარისი) –ესეც თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის ძვირფასი დრო, მინიმუმ 40 წუთი და მაქსიმუმ ორსაათნახევარი საგადასახადოში ერთ მისვლაზე და ვინ იცის, საქმეში ჩაუხედავობის გამო რამდენჯერ მოგიწიოთ მისვლა და რამდენი წუთი, საათი და დღე დაკარგოთ იმ საქმის გასაკეთებლად, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ თქვენს მაგივრად ჩვენი — და არა თქვენი დროის ხარჯზე – ეს ხომ ჩვენი საქმეა;

ფინანსებს — ვინაიდან: აღარ მოგიწევთ საბუღალტრო საქმისთვის აუცილებელი ძვირად ღირებული კომპიუტერული მოწყობილობების სრული პაკეტის შეძენა და შემდგომი საექსპლუატაციო დანახარჯების გაღება, საბუღალტრო პროგრამის შერჩევა და შეძენა, ბუღალტერიისათვის საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო საშუალებებისათვის პერიოდულად ხარჯების გაღება, ბუღალტრის დამოუკიდებელი საშტატო ერთეულისათვის , ჩვენს მომსახურებასთან შედარებით, ძვირი ანაზღაურების გაღება. ეს ყველაფერი ბევრად მეტი ფული დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვენ უნდა გადაგვიხადოთ, ე.ი. ჩვენთან ურთიერთობა შედარებით რენტაბელურია, ვიდრე ცალკე ბუღალტრის დაქირავება. და მისი მუშაობისათვის ყველაზე აუცილებელი საშუალებების შესყიდვა და შემდგომი ექსპლუატაცია;

ენერგიას და ნერვებს — ვინაიდან, გვერწმუნეთ საგადასახადო სამსახურებთან ამ საქმეში გამოუცდელ ადამიანს ბევრი ენერგიისა და ნერვების გაფლანგვა მოუწევს, არადა, როგორ გჭირდებათ ყოველივე ეს თქვენი ბიზნესის წარმატებით საწარმოებლად.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ხომ ფულია; ფულია დრო, ენერგია და ნერვებიც; ფული რომელიც გისხლტებათ ხელიდან, მხოლოდ იმისა გამო, რომ არ გაქვთ ჩვენთან ურთიერთობა და ამით არ ზოგავთ ყოველივე ამას, ჩვენი დროის და ენერგიის ხარჯზე.